აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"აშშ ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ სიტუაციას. ყაზახეთი ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვგმობთ ძალადობასა და ქონების განადგურებას და თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. 

ვთხოვთ ყველას, პატივი სცენ და დაიცვან კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება, მათ შორის ინტერნეტ სერვისის აღდგენის გზით. 

ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა იპოვოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები