მეუფე გრიგოლი - განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ეს პრობლემა ზერელე, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას არ გვპატიობს

ჩვენ მუდამ ჩვენი წარსულით ვამაყობთ, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამის გასაღები კი ისევ და ისევ ჩვენშია, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი საშობაო გზავნილში აღნიშნავს. 

"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!

ძვირფასო სამწყსოვ!

კალენდარული დროის წრებრუნვას ყოველი წლის მიწურულს მივყავართ ბეთლემის გამოქვაბულთან, საიდანაც სამყაროს მოეფინება „ნათელი დაუღამებელი;“ ნათელი ახალშობილი ქრისტესი, რომელიც განგვანათლებს ყოველთა.

ქრისტესმიერ საყვარელნო, დღეს ჩვენ ვზეიმობთ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს - განკაცებას ანუ ხორციელ შობას უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. 

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! 

მოდით, გონების თვალი მივაპყროთ ბეთლემის ვარსკვლავს, და ანგელოზთა თანა ვიხაროთ და განვადიდოთ უფალი და მეუფე ჩვენი, რამეთუ დამდაბლდა იგი, რათა ჩვენ აღგვამაღლოს. დღეს ზეციურნი ძალნი კაცთა თანა ხარობენ. ამ დიადი მოვლენის არსსა და მნიშვნელობას რომ ჩავწვდეთ, და ჭეშმარიტად გავიხაროთ, ამისთვის გვჭირდება გულწრფელი რწმენა.

იესო ქრისტეს შობა ისტორიული ფაქტია და ამის აღიარება საჭიროებს ისტორიული წყაროების ცოდნასა და მათ მიმართ რაციონალურ მიდგომას. თუმცა, ამისგან განსხვავებით, გულწრფელი რწმენა სჭირდება იმის აღიარებას, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, მამისაგან შობილი უდედოდ, და დედისგან შობილი უმამოდ; და რომ იგია ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, რომლისაგანაც შეიქმნა ყოველი.

დღეს ჩვენ უსაზღვრო რწმენით აღვსილნი იმედით შევყურებთ მომავალს და დიდებისმეტყველების მსხვერპლს შევსწირავთ საქონლის ბაგაში მწოლიარე ჩვილს:„შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა“.

დაე, ეს დღე იყოს გულწრფელი სიხარულისა და ჩვენი ქრისტესმიერი ერთობის გამოვლინების დღე. მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის თანახმად, ამ დღესასწაულს წინ უძღვის ორმოცდღიანი მარხვა;

მარხვის მიზანია ამ დიადი დღისთვის მორწმუნეთა მომზადება; ეს კი გულისხმობს საკვებთან მიმართებაში დათმენას და გაძლიერებულს ლოცვას, რაც ემსახურება ადამიანის ხორციელ და სულიერ განწმენდას. მარხვას მორწმუნენი სინანულში ატარებენ და ამგვარად შედიან ენით გამოუთქმელ სიხარულში.

სამოქალაქო და საეკლესიო კალენდრებს შორის არსებული განხვავების გამო, ქრისტესშობის დღესასწაულს წინ უსწრებს ახალი წლის დადგომა, რასაც ბუნებრივად და ტრადიციულად ახლავს საზეიმო განწყობა, სადღესასწაულო ღონისძიებები, საახალწლოდ გაწყობილი მრავალფეროვანი სუფრები.

ფაქტობრივად, ისე გამოგვდის, რომ მარხვის და სინანულის არსთან დაპირისპირებაში მოდის მრავალრიცხოვანი მრევლი და მაშინ, როცა ორმოცდღიანი მარხვის მიწურულს ბოლო კვირა უფრო მძიმე მახვასა და სინანულში უნდა გაატაროს მორწმუნე ადამიანმა, ერთიც და მეორეც ფორმალურ ხასიათს იძენს. ეს კი აზიანებს ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრების სულიერ საფუძვლებს და ნეგატიურად აისახება მთელ რიგ პრობლემებზე, რომელთა დაძლევისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერში ერთსულოვნების არსებობა. 

ვფიქრობთ, რომ ამაზე სერიოზული დაფიქრება გვმართებს!

შეუძლებელია არ შევეხოთ პრობლემას, რომელმაც განსაცდელის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო; გავრცელებულმა ვირუსულმა ინფექციამ (COVID 19) მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენმა მცირერიცხოვანმა ქვეყანამ საკუთარ ეროვნულ სხეულზე განიცადა მძიმე დარტყმა - პანდემიის დაწყებიდან დღემდე 14000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა; განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ეს პრობლემა ძალზედ სერიოზულია და ზერელე, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას არ გვპატიობს.

ჩვენ უფალს ვავედრებთ გარდაცვლილთა სულებს და ვლოცულობთ მათთვის, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა და ადამიანური შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, რათა გადაარჩინოს თითოეული სიცოცხლე.

ჩვენ უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, დავეხმაროთ და სულიერი დახმარების ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს. ღვთისადმი რწმენითა და მოყვასის სიყვარულით ნასაზრდოებ ლოცვას სასწაულების მოხდენა შეუძლია.

სამწუხაროდ, დიდ შინაგან ენერგიას ხარჯავს ადამიანი შურსა და სიძულვილზე, განკითხვასა და სხვის მიმართ აუტანლობაზე; არადა, სწორად მიმართული ეს ენერგია დიდი პოზიტიური ძვრების მომტანი შეიძლება იყოს საზოგადოების ცხოვრებაში, თუმცა ამას დიდი სულიერი მზაობა და ღრმად გააზრებული დამოკიდებულება სჭირდება.

ჩვენ მუდამ ჩვენი წარსულით ვამაყობთ, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამის გასაღები კი ისევ და ისევ ჩვენშია; ეს გასაღები არის ჩვენი სწორი არჩევანი და ქმედითი ნება - კარგად უნდა გავერკვეთ, თუ რა გვინდა და საით/რისკენ ვისწრაფვით.

სულიერი ცხოვრების მოწესრიგება ორგანულად აერთიანებს ოჯახს, საზოგადოებას, ქვეყანას. თუკი დავაკვირდებით და გავაანალიზებთ ჩვენი ყოფა-ცხოვრების ჩრდილოვან მხარეებს, დავინახავთ, რომ პრობლემათა უმრავლესობას ისევ და ისევ ადამიანის უბადრუკ და დავრდომილ ცნობიერებასთან მივყავართ; ასე რომ, თუკი ადამიანი არ შეიცვალა და „ხელახლა არ დაიბადა“, იგი კიდევ უფრო მეტად ჩაეფლობა ჭაობში!

ამიტომ, ქრისტესმიერ საყვარელნო, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ღვთის ხატის მატარებელი, თქვენშია დავანებული დიდი სასიკეთო ენერგია და თქვენი კეთილი ენერგიის გაერთიანებას შეუძლია საოცრებების მოხდენა.

გილოცავთ ქრისტესშობის დღესასწაულს და გისურვებთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების უკეთ გაცნობიერებას!

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!“,- აღნიშნულია მეუფე გრიგოლის მიმართვაში

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები