ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქალაქ ნურ-სულთანის მიმართულებით მგზავრების რეგისტრაცია მიმდინარეობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანის მიმართულებით მგზავრების რეგისტრაცია მიმდინარეობს. 

ქალაქ ნურ-სულთანიდან თვითმფრინავი საქართველოს მიმართულებიოთ უკვე გამოფრინდა. აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნებას საქართველოს სამი მოქალაქე შეძლებს. 

როგორც აეროპორტში აცხადებენ, ჯერჯრობით ქალაქების  ატირაუს და აქტაუს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

"ნურ-სულთანიდან თვითმფრინავი გამოფრენილი არის, მიმდინარეობს მგზავრების დარეგისტრირება. ვინც იყვნენ ამ რეისზე რეგისტრირებული, ხდება იმ მგზავრების დარეგისტრირება. დარჩენილ ადგილებზე პრიორიტეტი ექნებათ ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს, იქნება ამ რეისზე აყვანილი დანარჩენი გადადებული რეისების მგზავრებიც. ატირაოსა და აქტაუს შესახებ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადეს ქუთაისის აეროპორტში. 

ორი დღეა, ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით რეისები არ შესრულებულა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში დაბრუნებას 150-მდე მოქალაქე ცდილობს.