ივანე ჩხაიძე - შესაძლებელია, ადამიანი გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირდეს

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, შესაძლებელია, ადამიანი გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირდეს. 

როგორც ჩხაიძემ „იმედთან“ განაცხადა, გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებში უკვე დაფიქსირებულია და რისკი საქართველოშიც რჩება.

"ჩვენ ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს გრიპის ინფიცირების პიკი. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენთან დეკემბერ-იანვარშია ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასე, რომ იანვარში გრიპის შემთხვევების მატება შესაძლებელია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

საქართველოში გრიპის ვირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი სიახლეები