ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ფრენები აღდგა

ოთხდღიანი პაუზის შემდეგ ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ფრენები აღდგა. 

კომპანია "ფლაი არისტანის" ინფორმაციით, დაგეგმილ რეისებზე დარჩენილ ადგილებზე პრიორიტეტი ქალები, ბავშვები და მოხუცები იქნებიან. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს ის მგზავრები ელოდებიან, რომლებიც რამდენიმე დღეა, ყაზახეთში იქ არსებული ვითარების გამო, გაუქმებული ფრენების შედეგად წასვლას ვერ ახერხებდნენ. აქტაუს მიმართულებით რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

გუშინ შესრულდა პირველი გეგმიური ფრენა ნურსულთანის მიმართულებით, რომელსაც აქ დარჩენილი 15 მგზავრი გაჰყვა.

უახლესი ამბები