სოფელ მუხრანში ხეზე მიბმული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სოფელ მუხრანში 38 წლის მამაკაცის ცხედარი ხეზე მიბმული ნახეს, მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ადგილობრივებმა ცხედარი გამთენიისას მუხრანის ტყესთან ნახეს.

სოფლის მაცხოვრებლები "მთავართან“ აცხადებენ, რომ მამაკაცი, სავარაუდოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არაა, რადგან ის პირველად ნახეს. 

მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ვენები ჰქონდა გადაჭრილი, თუმცა სისხლის კვალი ადგილზე არ იყო, ის ხეზე ქუდით იყო მიბმული.

ცხედარი პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაასვენა.

გარდაცვლილი სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებულია, რადგან ადგილობრივების თქმით, მას პირადობის მოწმობა თან ჰქონდა. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უახლესი ამბები