ნინო ჩარკვიანი - დეფიციტშია ისეთი მედიკამენტები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სახელმწიფომ მათი შემოტანაც კი ვერ უზრუნველყო!

პარტია "მოქალაქეების“ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჩარკვიანი მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობის დასაწყებად ხელისუფლებას 9 წელი დასჭირდა.

"პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება გაძვირებული მედიკამენტების პრობლემისა და მისი დაძლევის შესახებ ბევრად იმედისმომცემი იქნებოდა, რომ არა ორი მთავარი ფაქტორი: 

1. პირველი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ცხრა წელი დასჭირდა ხელისუფლებას მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობის დასაწყებად, რის გამოც უამრავი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 

2. თუნდაც ცხრა წლის თავზე (სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს პრინციპით) მნიშვნელოვანია ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ასეთი ინიციატივით რამდენიმე წლის წინ, ბევრად ომახიანად დაანონსდა 800 დასახელების მედიკამენტის ადგილობრივი წარმოება, რომელიც საპარტნიორი ფონდის დაფინანსებით, ჰუმანიტ-ჯორჯიას უნდა განეხორციელებინა. 

სამწუხაროდ, ეს პროექტი წარუმატებელი და ცრუ დაპირება აღმოჩნდა, რომელიც მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმაც აღიარა. 

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იმედიანი განცხადებებისა და კოვიდპანდემიის ფონზე დეფიციტშია ისეთი პრეპარატებიც კი, როგორიცაა დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი… ეს ის მედიკამენტებია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ, სახელმწიფომ ასეთი მთავარი პრეპარატების შემოტანაც კი ვერ უზრუნველყო!“, - აცხადებს ჩარკვიანი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnino.charkviani.9%2Fposts%2F4811138225588357&show_text=true&width=500" width="500" height="304" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>