საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება. მათი განცხადებით, ფულის გათეთრება არ მომხდარა და საქმე პოლიტიკური მოტივით არის შეკერილი. 

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია და დღევანდელ სხდომაზე პროცესი მხარეების რეპლიკებით განახლდება, რის შემდეგაც, ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ. შესაძლოა,  საქმეზე განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს გამოაცხადოს. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები