ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას 2022 წლიდან ორი ახალი სოციალური პროგრამა დაემატა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის დაავადებათა პრევენციის შემდგომი მკურნალობის ხელშეწყობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 23 პროგრამას ახორციელებს. აქედან 2022 წელს 2 ახალი  პროგრამა დაემატა: მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით, სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედებისათვის და მეორე, ბავშვთა უფლების დაცვის და მხარდაჭერის პროგრამა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროგრამის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვთა უფლებების დაცვა, ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვის ოჯახის გაძლიერება, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. 

პროგრამით ისარგებლებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ფაქტობრივად მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახები (მათ შორის შშმ, სსმ, დანაშაულის ან და ძალადობის მსხვერპლი, კანონით კონფლიქტში მყოფი, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი).

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვებს, სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად ბორჯომის მერია ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ოჯახები ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 50 ლარს მიიღებს.
ცვლილება განხორციელდა მოქმედ პროგრამებში.

ახლადდაქორწინებული წყვილები 150 ლარის ნაცვლად ბორჯომის მერიისგან ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ.

ასევე ცვლილება შევიდა სტაციონარულ პროგრამაში, კერძოდ, 18 წლამდე შშმ პირები ერთჯერად დაფინანსდებიან სრულად, მაქსიმალურად გასაცემი თანხა 3000 ლარს შეადგენს.

ცვლილებებია მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში, დიალიზზე მყოფი პაციენტები, ყოველთვიურათ  50 ლარის ნაცვლად დაფინანსდებიან 100 ლარით. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების შესაძენად ერთჯერადად 100 ლარს მიიღებენ.
ბორჯომის  მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული  დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს:

სტაციონარული სამედიცინო მომსახურება და დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი.

ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება.

18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება.

18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება.

სარიტუალო დაკრძალვის ხარჯები.

უჭირისუფლო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯები.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი დახმარება 9 მაისს.

26 მაისს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღე'-სთან დაკავშირებული ერთჯერადი დახმარება.

ღვაწლმოსილი ადამიანების დახმარება.

100 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარება

ახალდაქორწინებულთა პროგრამა.

დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ბავშვებზე „ბავშვთა საერთასორისო დღესთან“ დაკავშირებული ერთჯერადი დახმარება.

ყოველთვიური მატერიალური დახმარება 18 წლამდე ასაკის შშმ პირებზე.

მრავალშვილიან ოჯახებზე ( ოთხი და მეტი შვილი) 3 მარტს - „დედის დღესთან“ დაკავშირებული ერთჯერადი დახმარება.

მარტოხელა მშობლების დახმარება.

ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის პროგრამა.

მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

ონკოლოგიური პაციენტების დახმარების პროგრამა.

სოციალურ პაკეტში გათვალისწინებულ კატეგორიაზე ორჯერადი დახმარება.

მრავალშვილიანი ოჯახების, დედ-მამით ობოლ ბავშვთა მეურვეების კომუნალურ გადასახადების წილობრივი დაფინანსება.

შშმ პირთა დღის ცენტრის ხელშეწყობა.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კომუნალური სუბსიდირება ზამთრის სეზონთან დაკავშირებით.

უფასო სასადილოს დაფინანსება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები