წალენჯიხაში საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომა ჩაიშალა

წალენჯიხაში, სადაც ქალაქის მერის გარდა საკრებულოს უმრავლესობაც ოპოზიციური პარტიებს წარმოადგენს, რიგით მეოთხე სხდომა ჩაიშალა. მიზეზი თანამდებობების საკითხში შეუთანხმებლობაა.  

საკრებულოში, სადაც "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" თანაბარი რაოდენობის - 11 მანდატი აქვს, 3 - გახარიას პარტიას, 1 - კი „ლელოს“.  საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს და „ოცნების“ წარმომადგენლებისათვის თანამდებობებს გახარიას პარტია ითხოვს.  

პარტია "საქართველოსათვის" საკრებულოს თავმჯდომარის 3 მოადგილის პოსტის გარდა 5 კომისიის თავმჯდომარის პოსტსაც ითხოვს. ასეთ მოთხოვნას  სხვა პარტიების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე საკრებულოს დღევანდელი სხდომაც ჩაიშალა. 

წალენჯიხა რჩება ერთადერთი მუნიციპალიტეტი,  სადაც საკრებულოს დაკომპლექტება და ბიუჯეტის დამტკიცება არ მომხდარა, შესაბამისად, არსებობს საფრთხე მერის იმპიჩმენტის. 

მომდევნო სხდომა წალენჯიხის საკრებულოში 20 იანვარსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები