ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს,  - ამის შესახებ თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ  განაცხადა. 

ბოლო  სასამართლო სხდომა დღეს  სამი საათს განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომა რეპლიკებით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდებულების დასკვნითი სიტყვით დასრულდა. 

პროცესი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს მამუკა ხაზარაძეს სხდომა ჯერ  დაატოვებინეს, შემდეგ კი დააბრუნეს.

მისი განცხადებით, ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომლის მიზანი ანაკლიის პროექტის ჩაშლა და მედიაზე ზეწოლა წარმოადგენს.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს მრავალი წლით პატიმრობა ელოდებათ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები