დავით სარალიძის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დავით სარალიძის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის ბრალდებული კიდევ ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს, გ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.მ. 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე შეფარდებული სასჯელი ¼-ით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულს თავისუფლების 10 წლით და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა”, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები