ალექსანდრე გრუშკო - ეს მიუღებელ რისკებს ქმნის, რომელსაც შევეწინააღმდეგებით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, ნატოს გაფართოების პროცესს თან ახლავს რუსეთისთვის მიუღებელი რისკები, რომელსაც მოსკოვი შეეწინააღმდეგება.

ამის შესახებ გრუშკომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ალიანსის გაფართოების პროცესი ის ფაქტორია, რომელიც სერიოზულად ახდენს გავლენას ევროპაში უსაფრთხოების გაუარესებაზე. შეგახსენებთ, რომ 1997 წელს ნატოს კარებზე მხოლოდ ერთი ქვეყანა აკაკუნებდა, რომელსაც რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს. ეს პოლონეთია. დღეს ნატოს შემადგენლობაში უამრავი ქვეყანა შედის და მათი ტერიტორია რუსეთის მიმართულებით ძალის პროექციისთვის გამოიყენება. ეს სერიოზულად აუარესებს ჩვენს უსაფრთხოებას და მიუღებელ რისკებს ქმნის, რომელსაც შევეწინააღმდეგებით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო კომპრომისზე არ წავა ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა თითოეული ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები