რეზო ხარაზი - საკრებულო უუნარო, მერი შვებულებაში და ქალაქი არის უპატრონოდ მიგდებული

ბათუმის  მერი, რომელიც მხოლოდ 3 თვეა,  რაც პოსტზე მუშაობას შეუდგა,  ათთდღიანი საახალწლო დასვენების შემდეგ  შვებულებაში გავიდა.  ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აპროტესტებენ. ისინი მერის კაბინეტის წინ შეიკრიბნენ და ბრიფინგი გამართეს.

მათი თქმით, ქალაქის მცხოვრებთა პრობლემების გამო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითხოვენ, თუმცა საკრებულოს სხდომებზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები არ ესწრებიან, მერთან მოვიდნენ,  ის კი შვებულებაში გასული დაუხვდათ. 

"ახალი წლების განმავლობაში ისვენებდა ქალაქის მერი, ახლა მოვედით და სასწაული ამბავი გვხვდება, რომ ქალაქის მერის გასულა შვებულებაში. სად დაიღალა, რა გააკეთა ასეთი ამ კაცმა ამ ქალაqში,  რომ გადაიღალა? ავარიული სახლებიდან დაწყებული,  ქალაქში მგზავრობის გაზრდილი საფასურით, ადამიანები გარეთ ვერ გადიან იმის გამო, რომ მგზავრობის ფული არ აქვთ და ამ დროს ეს კაცი ადგა და გავიდა შვებულებაში. საკრებულო უუნარო, მერი შვებულებაში და ქალაქი არის უპატრონოდ მიგდებული", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რეზო ხარაზმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები