მიხეილ სარჯველაძე - გიორგი კალანდარიშვილს კარგი წინაპირობა აქვს, რათა არჩეული იყოს ცესკო-ს თავმჯდომარედ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გიორგი კალანდარიშვილს კარგი წინაპირობა აქვს, რათა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაამტკიცონ.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, გიორგი კალანდარიშვილმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა როგორც თანამდებობაზე არჩევის დროს, ასევე მის მიერ ჩატარებული არჩევნების მართვით.

"პარლამენტს მოუწევს, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე გადაწყვეტილება მიიღოს. როგორი იქნება ცალკეული ოპოზიციური პარტიების პოზიცია, ამას დავაკვირდებით. მეჩვენება, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ადგილი აქვს არაარგუმენტირებულ პოზიციას და ეს არის თუნდაც მათი განცხადება იმის შესახებ, რომ გიორგი კალანდარიშვილის ხელში არჩევნები გაყალბდა და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს დასაბუთებული და არგუმენტირებული არ არის. გიორგი კალანდარიშვილს კარგი წინაპირობა აქვს, რათა არჩეული იყოს, თუმცა ეს გარდაუვალი ნამდვილად არ არის, ამას სჭირდება განხილვის პროცესი. მას შანსები კარგი აქვს, რადგან კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი როგორც არჩევის დროს, ასევე მის მიერ ჩატარებული არჩევნებით – გაწეული მართვა და ადმინისტრირება დადებით შეფასებას იმსახურებს, რაც მხედველობაში იქნება მიღებული.

დიდი მოლოდინი არ მაქვს იმის თაობაზე, რომ ობიექტური მოცემულობის მიუხედავად, პარლამენტს საყოველთაო კონსენსუსის უნარი აღმოაჩნდება, რადგან საამისოდ საჭიროა, ოპოზიციის მხრიდან ობიექტური განწყობების ჩამოყალიბება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები