უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის, მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდებზე  მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. 

ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები და ასევე ღორის გამოსახულების სურათი.

მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზეა გამოქვეყნებული. 

"კომპიუტერის ყველა მონაცემი განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. თქვენს შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო გახდა, გეშინოდეთ და უარესის მოლოდინი გქონდეთ. ეს თქვენ თქვენი წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. ვოლინისთვის, უკრაინის ამბოხებულთა არმიისთვის, გალიციისთვის, პოლესიესთვის, ისტორიული მიწებისთვის“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები