თამარ კორძაია - ის მზად არის ისევ ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის

ის  მზად არის ისევ ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ყველა პოლიტიკურ პირთან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით,  პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და აღვსილია რწმენით, ჩვენი ქვეყანა შეძლებს, რომ საქართველოს მოქალაქეები გაცილებით უფრო კარგ სახელმწიფოში იცხოვრებენ.

"ის არის შინაგანად და პოლიტიკურად ძალიან მხნედ და მთხოვა გადმომეცა ყველა მასწავლებლისთვის, სოციალური მუშაკისთვის, ყველა მოქალაქისთვის, რომელიც დასაქმებულია, მაგრამ არ აქვს სათანადო ანაზღაურება და განიცდის სოციალურ პრობლემებს და არ აქვთ ღირსეული ცხოვრების პირობები. ის უცხადებს  მხარდაჭერას ციხიდანაც კი და მზად არის,  იბრძოლოს მათთვის ყველა მეთოდით და საშუალებით, რომელიც ახლა აქვს და მომავალშიც ექნება",- განაცხადა თამარ კორძაიამ.  

რაც შეეხება სხვა საუბარს, კორძაიას თქმით,  ეს  ეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მის დამოკიდებულებას.

"ის  მზად არის ისევ ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ყველა პოლიტიკურ პირთან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის", - განაცხადა  კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები