პეტრო პოროშენკო - ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს - 17 იანვარს უკრაინაში ვბრუნდები

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება. ამის შესახებ პოროშენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ მიმართვაში აცხადებს.

"ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს - 17 იანვარს, 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები. რა თქმა უნდა, იმისთვის არა, რომ თქვენგან თავი დავიცვა, თქვენ ამად არ ღირხართ, არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან. დღეს აქ ბრიუსელში, ყველა ამბობს, რომ ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. შესაძლოა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა თქვენ ეს არ გესმით“, – აცხადებს პოროშენკო ბრიუსელში ჩაწერილ მიმართვაში.

მისივე თქმით, ზელენსკის ხელისუფლებამ ისარგებლა საზღვარგარეთ მისი მივლინებით და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ძალისხმევა გამოიყენა, რომ ის დაეშინებინათ. 

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ზელენსკის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ჩემს დასაშინებლად გაყალბებული საქმეებით. ისინი ნამდვილად ვერ მიაღწევენ წარმატებას. როგორც არ გვეშინოდა პუტინის და მოვიგერიეთ ის, ასევე არ შეგვეშინდება ზელენსკის. ზელენსკის წრიდან დაჟინებით მირჩევდნენ, რომ ჯობდა უკრაინაში არ დავბრუნებულიყავი, მაგრამ ვერ ავუნთებთ მწვანე შუქს ზელენსკის, რომ გაძარცვოს და გაანადგუროს უკრაინა“, - აცხადებს პოროშენკო.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpetroporoshenko%2Fvideos%2F713081402957420%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>