თამარ კორძაია - უნდა გავარკვიოთ ხელისუფლების დანაშაულებრივ გულგრილობაში ვინ უნდა იყვნენ ბრალდებულები და შემდგომ მსჯავრდებულები

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს, გამოძიება დაიწყონ არა მხოლოდ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტზე, არამედ ყველა ნიუანსზე, რაც უკავშირდება თბილისის ზღვაზე კომპაქტურად ჩასახლებული ადამიანების განსახლების საკითხს.

თამარ კორძაია ასევე მიმართავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს, პირად კონტროლზე აიყვანოს როგორც მომხდარი ფაქტი, ასევე დევნილების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა.

"თბილისის დასახლებაში, დევნილების საცხოვრებელ შენობაში მომხდარი ფაქტი ჩემთვის გაცილებით მტკივნეულია, რადგან დევნილობის პერიოდში არაერთი წელი სწორედ იმ სასტუმროში ვცხოვრობდი, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა. ბევრი საკითხია შესასწავლი და გასარკვევი, რადგან წლების განმავლობაში ხელისუფლება იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ დანაშაულებრივ გულგრილობას იჩენს. ასევე ვნახეთ აფხაზეთის მთავრობის მეთაურის დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. ის ასე ესაუბრება იმ ადამიანებს, ვინც ომი და მთები გამოიარეს სიცივესა და ყინვაში. მათ დღეს ისევ სიცოცხლის რისკი უდგათ.ვერც ერთი ნორმალური ადამიანი, ვინც მათ საცხოვრებელ პირობებს ნახავს, ამის ყურებას ვერ გაუძლებს, რადგან იქ არის ღირსების შემლახველი საშინელი პირობები. 

2001 წლის მიწისძვრის შემდეგ, როცა ეს შენობა დაზიანდა, ამ ადამიანებს არ ჩაუტარებიათ აქცია, ისინი ქუჩაში მაშინ გამოვიდნენ, როცა ომმგამოტარებული ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა და მათ ხელისუფლება ისევ უდიერად დაელაპარაკა. გარდა იმისა, რომ იქ არსებული პირობები ვიცი, სწორედ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები დევნილების შესახებ ინფორმაციას ვითხოვდი სამინისტროსგან ბოლო ერთი თვის განმავლობაში. 

რა თქმა უნდა, მათი პასუხები ზოგადია – გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მათ ეუბნება, ოდესმე, ბინას გიყიდით, როცა ფული გვექნება. ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, სადაც ტრაგედია დატრიალდა.

ჩვენ უნდა გავარკვიოთ ხელისუფლების დანაშაულებრივ გულგრილობაში ვინ უნდა იყვნენ ბრალდებულები და შემდგომ მსჯავრდებულები, მივმართავ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, პირად კონტროლზე აიყვანოს ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ ფაქტს", – განაცხადა კორძაიამ.

ზღვისუბანში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილმა მამაკაცმა გუშინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები