გელა ვასაძე - უკრაინა ვერაგ მტერთან საომარ სიტუაციაშია და ახლა მას შიდა დაპირისპირება ნაკლებად სჭირდება

უკრაინა ვერაგ მტერთან საომარ სიტუაციაშია და ახლა მას შიდა დაპირისპირება ნაკლებად სჭირდება, - ამის შესახებ Front News-ს  GSAC-ის ექსპერტმა გელა ვასაძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, ძნელია პროგნოზის გაკეთება დააკავებენ თუ არა  სამშობლოში დაბრუნებულ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, თუმცა მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ფიგურების დევნა მიუღებელია. 

"ეს უფრო შიდა პოლიტური ბრძოლაა, ძნელია პროგნოზის გაკეთება, დააკავებენ თუ არა პოროშენკოს. მართალია,  რაღაცით მოჰგავს საქართველოს სიტუაციას, მაგრამ ვერ ვიტყვი,  რომ ანალოგიურია.  ჩემი აზრით,  პოლიტიკური ფიგურების დევნა ყოველთთვის არასწორია. 

უკრაინა ახლა არის ომში, სერიოზული,  ვერაგი მტერი ყავს და ამ სიტუაციაში  ერთობა უფრო ჭირდება უკრაინას, ვიდრე  პოლიტიკური დაპირისპირება. ჩვენც ვართ ომის პირობებში, ასეთ დროის  საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი" , - განაცხადა ვასაძემ. 

პეტრო პოროშერნკო დღეს სამშობლოში დაბრუნდა და აეროპორტიდან პირდაპირ სასამართლოში მივიდა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ელოდება. 

კიევის პეჩორის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება 6 იანვარს  დააყადაღა.  სასამართლომ  გადაწყვეტილება სახელმწიფო ღალატისა და ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მიიღო.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს სისხლის სამართლის სამ მუხლს ედავებიან: ტერორიზმის დაფინანსება, სახელმწიფო ღალატი და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა. მას ედავებიან, რომ წინასწარი შეცნობით გარკვეულ ჯგუფთან ერთად მოქმედებდა, რომელთა შორისაც რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც იყვნენ. 2014-2015 წლებში კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისგან ქვანახშირს ყიდულობდა, რითაც ტერორისტულ ორგანიზაციებს უწყობდა ხელს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები