თამარ გაბუნია - შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად ჰოსპიტალურ ჯგუფში მატება არ აღინიშნება

შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად არ აღინიშნება მატება ჰოსპიტალურ ჯგუფში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად შემთხვევების ზრდისა, რაც ომიკრონს უკავშირდება, ჰოსპიტალური სექტორი არ გადატვირთულა. მინისტრის მოადგილემ ასევე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"4000 ათასზე მეტი საწოლი არის თავისუფალი.  ამდენად, ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა მიიღოს პაციენტები, თუკი ამის საჭიროება იქნება, არსებობს.

რაც შეეხება ომიკრონით დადასტურებული პირების კოჰორტას, მათი დიდი ნაწილი იყო  ვაქცინირებული. ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია,  პრაქტიკულად, არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ომიკრონის წინააღდეგაც  ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით. 

კიდევ ერთელ მინდა ვთქვა  ბუსტერ დოზის მნიშვნელობის შესახებ.  ბუსტერ დოზა აორმაგებს ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს. გუშინ 9 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა, რაც არ არის საკმარისი, რომ ჩვენ სწრაფად მივიღოთ საჭირო დაცვის მაჩვენებელი მოსახლეობაში", - განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები