თამარ გაბუნია - "ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 1200-ზე მეტი შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია 14-ს დასჭირდა

"ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული ლაბორატორიული შემთხვევა არის 1 200-ზე ოდნავ მეტი, მათგან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 14-ს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ომიკრონის" შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი იმით არის განპირობებული, რომ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვაქცინირებული იყო.

"ომიკრონით ინფიცირების დადასტურებული ლაბორატორიული შემთხვევა არის 1200-ზე ოდნავ მეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია, ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. სხვა შემთხვევაში ცირკულაციაში ითვლება, რომ არის უკვე ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, მათემატიკური მოდელირებით მიუთითებს, რომ არის ომიკრონი, აქედან უმეტესობა თბილისში. ჰოსპიტალიზაცია დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა მხოლოდ 14-ს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები