ამირან გამყრელიძე - "ომიკრონიც" იწვევს გართულებას და დამძიმებას, ამიტომ ჯობია, არ შეგხვდეთ

"ომიკრონით" გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, "ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა, რომ მას აქვს დაახლოებით სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი.

"ჩვენ 1 254 შემთხვევაზე დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი იყო ინფიცირებული „დელტათი“, მერე დაინფიცირდა „ომიკრონით“. ამიტომ ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონია“ ახლა, გადავიტან მას როგორც სუდროს, არა – „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და იწვევს დამძიმებას, ამიტომ ჯობია, რომ არ შეგხვდეთ „ომიკრონი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს 50 პროცენტი ცირკულირებს „ომიკრონი“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები