კელი დეგნანი - თუ ეს გაუქმება არ არის, რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება ისეთი პროფესიონალების გამოცდილება, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორია.

"ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტის შეშფოთებას, მკაფიო განცხადება გავაკეთეთ დაჩქარებულ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა კონსულტაციების ნაკლებობას და დაინტერესებული მხარეების გათავისუფლებას. როდესაც გაქვთ ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, ადამიანის უფლებების დაცვის დამოუკიდებელი უწყებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ძალიან ფრთხილი პროცესი. როდესაც იცვლება რაიმე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების საკითხების მოგვარება. თუ გსურთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლება, რომელსაც კანონით განსაზღვრული ექვსწლიანი ვადა აქვს, უნდა დარწმუნდეთ, რომ ის რასაც აკეთებთ, ესმის ხალხს და განმარტავთ, თუ რატომ არის ეს აუცილებელი. თუ ეს გაუქმება არ არის, რატომ არის აუცილებელი სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება.

ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა ასეთი გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ასე კარგად ემსახურებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს და ძალიან რთულ სამუშაოს ასრულებდნენ. ისინი გაათავისუფლეს დაინტერესებულ მხარეებთან სრული კონსულტაციის და მკაფიოდ წარმოდგენილი პროცესის გარეშე“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები