ზურაბ ჯაფარიძე - რა ქვეყანაც არის, ისეთი პოლიტიკური სპექტრია

ქართულ ფეხბურთს რომ შეხედავ,  არ გყავს ბარსელონა და არ გყავს მანჩესტერი, არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ქართულ პოლიტიკაში გეყოლება ბარსელონა და მანჩესტერ-იუნაიტეტის მოთამაშე - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  რა ქვეყანაც არის, ისეთი პოლიტიკური სპექტრია, მთავარი პრობლემა ხალხშია, რომელიც ისევ ბელადს, მეფეს ეძებს. 

"რა ქვეყანაც არის, ისეთი პოლიტიკური სპექტრია. ქართულ ფეხბურთს რომ შეხედავ,  არ გყავს ბარსელონა და არ გყავს მანჩესტერი, არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ქართულ პოლიტიკაში გეყოლება ბარსელონა და მანჩესტერ-იუნაიტეტის მოთამაშე. არა გყავს,  რაცა ვართ ეგა ვართ. ჩემს თავზეც ვლაპარაკობ, სხვების კრიტიკა რომ არ გამომივიდეს, ასეთი ქვეყანა ვართ. რა დონეც არის ყველა სხვა მხრივ, იგივე დონე არის ქართულ პოლიტიკაშიც.

მთავარი პრობლემა ადამიანებშია, ხალხშია, რომელიც ბელადს ეძებს ისევ, მეფეს ეძებს, ამ ადამიანებისთვის ასახსნელია, რომ მათი არასწორი პოლიტიკური დაკვეთების ბრალია,  მათ შორის ის რეალობა რა რეალობაშიც ჩვენ ახლა ვართ. მაგის საწინააღმდეგო, მე რა ინსტრუმენტიც მაქვს - ეს არის ლაპარაკი.  რასაც ვუყურებ, რითაც არის დაკავებული პოლიტიკური სპექტრი, მედია, რა თემებიც ტრიალდება, ჩემი აზრით, ძალიან აცდენილია ყველაფერს",  - განაცხადა ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები