მეუფე ნიკოლოზი - თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იქნება შინა პატიმრობაში, ეს ძალიან ხელსაყრელი იქნება ხელისუფლებისთვის

თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი  იქნება შინა  პატიმრობაში,  ეს ძალიან ხელსაყრელი იქნება  ხელისუფლებისთვის,  -  ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომელიც ხელისუფლებას პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მის ეპარქიაში გადაყვანას სთავაზობს.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტისთვის მისი იდეა არ შეუთავაზებია,  თუმცა ფიქრობს, რომ ის წინააღდეგი არ იქნება. 

"ის ჩემ ეპარქიაში  რამდენჯერმე არის ნამყოფი,  სანამ დატოვებდა საქართველოს, მე მგონი,  ხალხს კარგად ყურში არ ესმის,  რასაც ვამბობ.  მე მიხეილ სააკაშვილის პერსონალურად მომხრე კი არ ვარ, ან „ნაციონალური მოძრაობის“, მე ვარ ჩემი სამშობლოს და ქვეყნის მომხრე და მგონია, რომ ქვეყნისთვის ასე ჯობია. ეს ჩემი პირადი  აზრია, ეს არ არის ეკლესიის ზოგადი პოზიცია. თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობა იქნება შინა  პატიმრობა, ეს ხელისუფლებისთვის ძალიან ხელსაყრელი პოზიცია იქნება, რადგან თუ ხელისუფლება დათანხმდება, მაშინ მას შეეძლება ძალიან ბევრი პირობის წამოყენება ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებისადმი და ვფიქრობ, ეს მომხრეები ამ პირობებს მიიღებენ, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმებაზე იქნება საუბარი და დაიწყება მშვიდობის და სიწყნარის დამყარება ქვეყანაში“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მან შეთანხმების იდეაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ იდეით მიხეილ სააკაშვილს მიმართა, რომელსაც ეს იდეა მოეწონა. 

"მესამე პრეზიდენტს მივმართე ამით, რომ თუ თქვენ ხალხს მოუწოდებთ შერიგებისკენ,   დაიწყეთ თქვენი თავიდან. ეს მოეწონა სააკაშვილს“,- აღნიშნა მეუფემ. 

მისი თქმით, შერიგება აუცილებელი, რადგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ შერიგება, რადგან ამის გაკეთება აფხაზებთან და ოსებთანაც მოგვიწევს.  

"მეკითხებიან, როგორ უნდა შევრიგდეთ, როგორც  უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს,  მითუმეტეს როცა სისხლზეა ლაპარაკი, ამას ორი პასუხი აქვს - ჩვენ სერიოზულად უნდა მოვემზადოთ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე, იმიტომ რომ იქ მართლა ძალიან ბევრი სისხლი იყო დაღვრილი, არ შეიძლება რომ არ შევრიგდეთ, მთავარი აზრი აქ მდგომარეობას იმაში, რომ პატიება და შერიგება არ ნიშნავს განურჩევლობას და განუკითაობას. მის არაჩვეულებრივი მაგალითი არის საეკლესიო მიტევების დღე, რომელიც არის დიდი მარხვის დაწყების წინ. წელს ეს დღე არის 6 მარტი, ამ დღეს ნებისმიერ ტაძარში ერთმანეთთან მიდიან ქრისტიანები და ეუბნებიან, მაპატიეთ,  შემინდეთ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები