პეტრო პოროშენკო - ზელენსკი არ არის ჩემი მტერი, პოლიტიკური ოპონენტია, ჩვენი მტერია ვლადიმერ პუტინი

პრეზიდენტი ზელენსკი ჩემი მტერი არ არის, ის პოლიტიკური ოპონენტია, ჩვენი მტერი ვლადიმერ პუტინია, - ამის შესახებ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მას არ დაპატიმრებენ,  გამარჯვებად არ მიიჩნია. 

"სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ვზეიმობთ, რადგან ვოლოდიმერ ზელენსკის, როგორც არაადაეკვატური ადამიანის  სცენარი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. გამარჯვება არ გვიხარია იმიტომ,  რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია და ვერ ფუნქციონირებს.

ჩვენი ვალია, რომ ქვეყანაში ნორმალური დღის წესრიგი დავაბრუნოთ. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ,  რომ პრეზიდენტი ზელენსკი ჩემი მტერი არ არის, ის პოლიტიკური ოპონენტია, ჩვენი მტერი ვლადიმერ პუტინია, ის უკრაინული სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მტერია.  დავიწყოთ დისკუსია, ცივილური ურთიერთობა და ქვეყანა გადავარჩინოთ, ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მთავრობამ არსებული გამოწვევები ობიექტურად შეაფასოს. ერთად შევიმუშავოთ სტრატეგია, რომელიც უკერაინას კრემლის აგრესიისგან დაიცავს“, - განაცხადა პოროშენკომ. 

კიევის სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდა და პირადი თავდებობით გაათავისუფლა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პოროშენკოს საზღვარგარეთის პასპორტის ჩაბარება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები