ირაკლი კობახიძე - თეორიულად რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, პარლამენტი აირჩევა იგივე სისტემით, 120/30-ზე, რაც არაფერში არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს ახლა კონსტიტუციური რეგულაციები, რომლის თანახმადაც, წელს რომ თეორიულად ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, აირჩევა პარლამენტი იგივე სისტემით, 120/30-ზე, რაც არაფერში არ აწყობს პირველ რიგში რადიკალურ ოპოზიციას და ეს პარლამენტი აირჩევა 2 წლის ვადით. ანუ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რაც ჩაიდო თავის დროზე კონსტიტუციაში 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე“, - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ,,რუსთავი 2’’ გადაცემა ,,ღამის კურიერის’’ ეთერში.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მათ კონსტიტუციაში ჩადეს რეგულაციები, რომლის მიხედვით წელს, რომ არჩევნები ჩატარდეს ჩატარდება 120/30 - ზე სისტემით, რაც პირველ რიგში არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას.

"ჩვენ ვიცოდით, თავის დროზე, რომ რადიკალური ოპოზიცია აუცილებლად განავითარებდა იმ სცენარს, რომელიც შემდეგ განავითარა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ჩავდეთ ეს რეგულაციები კონსტიტუციაში. დღეს კონსტიტუციაში წერია, რომ თუ წელს ჩატარდება, მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები, თეორიულად, ეს არჩევნები იქნება 120/30-ზე სისტემით ჩატარებული, რაც არ აწყობს, რადიკალურ ოპოზიციას და პარლამენტი, შესაბამისად, იქნება 2 წლიანი. შესაბამისად, ეს უკვე თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ ცდუნებასაც კი, რომ ვიღაცამ რეალურად მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ერთგვარი ინერცია და პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილი უწოდა.

"ეს არის ერთგვარი ინერცია და რაღაცა პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილი. თუმცა, თქვენ ხედავთ იმ პოლიტიკური ტაქტიკით, რაც ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, ისინი დარჩნენ ბოლომდე წაგებულები. დღეს არის მთლიანად მორღვეული რადიკალური ნაწილი ოპოზიციის და მოხერხდა ის, რაც ვერ ხერხდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ოპოზიცია სამწუხაროდ, იყო კონცენტრირებული წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, რაც დღეს აღარ არის. დღეს არის განსხვავებული მოცემულობა, დღეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები მოქმედებენ ნაცნოძრაობის დღის წესრიგისგან დამოუკიდებლად. მათ მიეცათ ამის შანსი სწორედ იმ მოვლენების გამო, რომელიც განვითარდა, მათ შორის, ნაცმოძრობის ხელშეწყობით. ანუ წაგებული ამ რადიკალური სცენარით, დარჩა თავადვე რადიკალური ოპოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ,,ღამის კურიერის'' ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები