ირაკლი კობახიძე - იმიტომ გამოყვეს დავით ფაცაცია, რომ მე მასთან მაქვს ნათესაური კავშირი, სხვა ყველაფერი იყო სპეკულაციები

"პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, ტრაგედია და ბუნებრივია, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულის ოჯახს. რაც შეეხება თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს, ნუ სწორედ იმიტომ გამოყვეს დავით ფაცაცია, რომ მე მასთან მაქვს ნათესაური კავშირი. ეს იყო რეალური მიზეზი. დანარჩენი ყველაფერი იყო სრული სპეკულაციები. არც ერთი ფაქტი არ ყოფილა მოყვანილი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც სხვანაირად უნდა გაეკეთებინა ადამიანს და სხვანაირად გააკეთა“, - განაცხადა „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის "ღამის კურიერის” ეთერში. 

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, არცერთი ფაქტი არ ყოფილა იმის შესახებ, რომ დავით ფაცაციამ რაიმე არასწორად გააკეთა და სწორედ აქედან ჩანს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” თვითმიზანია არასწორი ინფორმაციის გავრცელება. 

"დანარჩენი ყველაფერი იყო სპეკულაციები. მერე გადავიდნენ ჩვენი გუნდის სხვა წევრზე და ა.შ. აქედან ჩანს რა, რომ მათთვის თვითმიზანია უბრალოდ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, ფეიქნიუსის გავრცელება, მეტი არაფერი აინტერესებთ. ერთ დღიანი რაღაც დღის წესრიგებით მოქმედებენ, რომ ერთი დღის განმავლობაში უნდა შექმნან რაღაც სიცრუეზე აგებული ინფორმაცია და ამით, უნდათ რაღაცნაირად გავლენა მოახდინონ მაყურებელზე. ეს არის და ეს. ამის მეტი აქ არაფერი ყოფილა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2’’ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები