სიმონ მაისურაძე - ჩვენთანაც იგივე სიტუაციაა, მიმდინარეობს წმენდა და რეპრესიები

თანადგომა და მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო კულტურის სფეროს  წარმომადგენლებს, ჩვენთან იგივე სიტუაციაა, მიმდინარეობს წმენდა და რეპრესიები, - ამის შესახებ  საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ სიმონ მაისურაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, რაგბის კავშირში მასობრივი გათავისუფლებები მიმდინარეობს.  წმენდა იმ  თანამშრომლებს შეეხო, ვინც რაგბის კავშირში ჩატარებულ არჩვენების პროცესში გამარჯვებული პრეზიდენტის კონკურენტ კანდიდატს უჭერდნენ მხარს. 

სრულად  გაუქმდა "მაღალი მიღწევების დეპარტამენტი" , თუმცა  რა გახდა ამის მიზეზი, სამინისტროს არ განუმარტავს. 

"თანადგომა და მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო კულტურის სფეროს  წარმომადგენლებს, ჩვენთან იგივე სიტუაციაა, მიმდინარეობს წმენდა და რეპრესიები. ვინც არ იყო მათთან,  თვლიან,  რომ ყველა მათ წინააღმდეგ არის და ათავისუფლებენ მასობრივად ხალხს. 

ჩვენი დე ფაქტო პრეზიდენტი,  შარლატანი,  მატყუარა [სოსო ტყემალაძე] როგორც კი დაინიშნა ამ თანამდებობაზე, მან თქვა, რომ წულუკიანი ავალდებულებდა ჩაეტარებინა საკადრო წმენდა, თუ არა კავშირის კუთვნილ დაფინანსებას არ ჩაურიცხავდა. ეს მივიჩნიე მის მორიგ ტყუილად, თუმცა როდესაც გამათვისუფლა მე  და გაათავისუფლა ძალიან ბევრი თაანამშრომელი, მივწერე წულუკიანს ოფიციალური წერილი, რომ სოსო ტყელამაძემ ასეთი რამ თქვა, თქვენ თუ წინააღმდეგი ხართ და არ ხართ ამაში  გარეული, თუ შეიძლება შევხვდეთ, ან გააკეთოთ განცხადება. არანაირი პასუხი არ მიმიღია და არც დამკავშირებია არავინ,  აგერ უკვე ერთი თვეა",  - განაცხადა  სიმონ მაისურაძემ "მთავართან" საუბარში. 

მორაგბეები გაჩერებას არ აპირებენ და თავიანთი  უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები