კელი დეგნანი - კრიზისი თავად რუსეთმა შექმნა და ჩვენ ჯერ კიდევ იმის გარკვევის პროცესში ვართ, რეალურად რა ამოძრავებს

ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რუსეთთან, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და ვიპოვოთ დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, კრიზისი და დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა.

"ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ეს კრიზისი თავად რუსეთმა შექმნა და ჩვენ ჯერ კიდევ იმის გარკვევის პროცესში ვართ, თუ რეალურად რა ამოძრავებს რუსეთს. ამიტომ, ახლა მიმდინარეობს დიპლომატიური შეხვედრები. საქართველო ჩვენ ჩავრთეთ ყველა იმ კონსულტაციაში, რაც მიმდინარეობს ამ საკითხების გადასაჭრელად. ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოზე, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპულ სტაბილურობას. 

აშშ-ის მიზანია, რომ ეს კრიზისი მოგვარდეს დიპლომატიური მეთოდებით, ამიტომ ხვალ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეხვდება სერგეი ლავროვს, დღეს კი ასევე ბლინკენი შეხვდება მოკავშირეებს, რათა ეს კრიზისი გადაიჭრას მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა დეგნანმა.

აშშ-ის ელჩი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები