ზურაბ ჯაფარიძე - ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი, რომ დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008-ში აქ მოხდა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, უკრაინაში ჩავიდეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს.

"გერბზე რომ გვიწერია 'ძალა ერთობაშია', ეგ მარტო ჯოკერში 'პარა-პარაზე' ვრცელდება?

ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი, რომ დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008-ში აქ მოხდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიული შანსი გაქვს გამოჩნდე როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი.

და ამ ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზე.

მერე, როცა ჩახვალ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, ნახავ როგორ ხვდებიან ღირსების მქონე ქვეყნის წარმომადგენელს.

განსხვავებას იგრძნობ დამოკიდებულებაში, ან შენს შემდეგ ვინც იქნება, ის ნახავს.

მთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდიო და ესაა პოლიტიკა, ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა და ჩვენთვის რომ საზიანოა ამის ახსნას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს", - წერს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fjaparidzez%2Fposts%2F474723670683400&show_text=true&width=500" width="500" height="239" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>