ენტონი ბლინკენი - ნათლად დავაფიქსირეთ, რომ თუ რუსული ჯარი გადავა უკრაინის ტერიტორიაზე, გაეცემა სწრაფი და მტკიცე პასუხი

ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ, რომ თუ რუსული ჯარი გადავა უკრაინის ტერიტორიაზე, ეს იქნება ახალი აგრესია და მას გაეცემა სწრაფი და მტკიცე პასუხი ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ჩვენი მოკავშირეებისგან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"საუბარი იყო გულწრფელი და პირდაპირი. მე გადავეცი მას ვაშინგტონისა და ჩვენი პარტნიორების პოზიცია, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში. 

ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ, რომ თუ რუსული ჯარი გადავა უკრაინის ტერიტორიაზე, ეს იქნება ახალი აგრესია და მას გაეცემა სწრაფი და მტკიცე პასუხი ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ჩვენი მოკავშირეებისგან.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთს შეუძლია, აგრესიის ისეთი ფორმები გამოიყენოს, რომელიც არ გულისხმობს ღიად სამხედრო ძალის შეყვანას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ასეთ ქმედებებსაც ჩვენ ვუპასუხებთ ერთსულოვნად და მტკიცედ. 

მე ველაპარაკე უკრაინის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე, ბერლინში შევხვდი მოკავშირეებს, მათ შორის კანცლერ შოლტს. გვსურს, რომ ყველა სახის წინააღმდეგობა გადავჭრათ დიალოგისა და დიპლომატიის გზით, მაგრამ ასევე შეგვიძლია პასუხი გავცეთ რუსეთს, თუ ის აგრესიისა და კონფლიქტის გზას აირჩევს. 

მე ასევე ვუთხარი ლავროვს, რომ რაც შეეხება რუსეთის მიერ წარმოდგენილ შეშფოთებებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, ყველა მასალა განვიხილოთ და ველით რუსეთისგან საპასუხო ნაბიჯებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს ჩვენი შეშფოთებები“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები