"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები  პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებასა და კომუნალური გადასახადების შემცირებას ითხოვენ.  

მათი განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანი ქვეყნის გაძარცვა და მოსახლეობის გაღატაკებაა. 

სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივად იქვევა.  

"მმართველი პარტიის ოფისში წლებია, არ აღმართულა საქართველოს დროშა, ეს ხალხი არ აღიარებს, არ ცნობს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და სომბოლიკას.  მათი ქმედებები - პოლიტიკური დევნის ნაწილში, ის, რომ მესამე პრეზიდენტი დაკავებულია, ის, რომ გაღარიბება ხდება, მონოპოლიებია, ტარიფები გაზრდილია, ის რომ უპერსპექტივობაა,  ეს არის კრემლიდან დავალებული, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეწყვიტოს არსებობა და მოხდეს ქართველი ხალხის გენოციდი. ეს არ უნდა დავუშვათ",- განაცხადა გიორგი მუმლაძემ.  

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

უახლესი ამბები