ივანე ჩხაიძე - არა მარტო ბავშვებში, მოზრდილებშიც შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა უნდა იმართოს ბინაზე

არა მარტო ბავშვებში, მოზრდილებშიც შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა უნდა იმართოს ბინაზე, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

მედიკოსი კორონავირუსის უჩვეულოდ მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში ძითითადად ახალი შტამი, ომიკრონი ცირკულირებს, რომელიც ფილტვების დაზიანებას ნაკლებად იწვევს. 

"ომიკრონის დროს ისეთი მიმდინარეობაა დამახასიათებელი, როგორც გაციებას ახასიათებს, დელტა შეიძლება უფრო მეტად გრიპს შევადაროთ, გრიპის დროს დამახასიათებელია თავისა და კუნთების ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, ომიკრონის შემთხვევაში კი,  ტემპერატურა მააღალი არაა, არ ახასიათებს მას ძლიერი ტკივილი", - განაცხადა მან. 

ივანე ჩხაიძე პაციენტების მშობლებს მოუწოდებს, ტემპერატურის მატების შემთხვევაში არ არის აუცილებელი სტაციონარს მიმართონ და მკურნალობა სახლის პირობებში ტემპერატურის დამწევი საშუალებებით არის შესაძლებელი. მისი თქმით, ტემპერატურის მატების გარდა საყურადღებოა გახშირებული სუნთქვა. 

"დღეისათვის სტაციონარს მიმართავენ ცხელების გამო, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ არანაირი აუცილებლობა პირველსავე დღეს წავიყვანოთ ბავშვი კლინიკაში, არ არის. თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მისცეთ სიცხის დამწევი საშუალებები. 

მეორე ნიშანი, რომელიც ჩვენ საყურადღებოდ მიგვაჩნია,  ეს არის სუნთქვის გახშირება. ძალიან ხშირი და ხმაურიანი სუნთქვა შეიძლება გახდეს ექიმის კონსულტაციის მიზეზი. შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს,  არის თუ არა აქ ფილტვების დაზიანება. 

ომიკრონი, განსხვავებით დელტასგან,  ფილტვების დაზიანებით ნაკლებად მიმდინარეობს, მას არ ახასიათებს იმ სიხშირით ფილტვების ანთება, რაც იყო დელტას შემთხვევაში", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები