უკრაინაში აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის ნება დართოს

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, რომ ქვეყნიდან საელჩოს რიგითი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის ნება დართოს, - ინფორმაციას CNN  ავრცელებს.

მისივე ცნობით,  მათ უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა პირმა უთხრა, რომ აშშ–მა უკვე აცნობა უკრაინას, რომ ევაკუაცია მომავალ კვირაში დაიწყება.

გამოცემის წყაროს თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა და უთხრა, რომ თუ აშშ ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს "გადაჭარბებული რეაქცია" იქნება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გაავრცელა ტურისტებისთვის გაფრთხილება, სადაც მოუწოდებს ამერიკელებს, თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობიდან, რადგან რუსეთი იქ სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები