აშშ-ის დაზვერვა ადასტურებს ინფორმაციას, რომ მოსკოვი უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის მოყვანას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა ადასტურებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს. 

"სიენენის“ წყაროს ინფორმაციით, ბრიტანეთის მსგავსად ანალოგიური მონაცემები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვასაც.

"დიახ, ჩვენ ვნახეთ დაზვერვის მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთი ცდილობს, შეამციროს ხარჯები ხანგრძლივი ომისთვის, მაგალითად იმით, რომ შექმნას მეგობრული მთავრობა უკრაინაში და გამოიყენოს ჯაშუშური სააგენტოები“, – აცხადებს „სიენენის“ წყარო.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კრემლი უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას. უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები