უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოძრაობა „სირცხვილია“ უკრაინის საელჩოსთან უკრაინისადმი მხარდასაჭერ აქციას მართავს.

მათი ცნობით, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები, საჯარო პირები და სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები.

"სირცხვილიამ“ უკრაინის საელჩოსადმი ღია წერილიც გაავრცელა, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთის პოტენციური აგრესიის წინაშე მყოფი მეზობელი ქვეყნისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე ხელშესახები მხარდაჭერა არ ჩანს.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღეს ქუთაისშიც გაიმართა.

უახლესი ამბები