ბიუროს სხდომაზე დღეს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს წარადგენენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტის ბიუროს დღეს წარუდგენენ. დღესვე გახდება ცნობილი, თუ როდის ჩატარდება მათთან გასაუბრება.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი -  ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე  გიორგი კალანდარიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის 20/20-ის დამფუძნებელი თენგიზ თევზაძე წარუდგინა.

ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ ადგილზე კი - ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

პროცედურების მიხდვით, კანდიდატებს ჯერ საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, რის შემდეგაც დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით აირჩევენ.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით რომ დაინიშნოს, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ასეთი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება. თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას კვლავ 6 თვით დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები