Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის პირველი სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში გაიმართება

Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის პირველი სასამართლო პროცესი  რამდენიმე საათში გაიმართება, - ინფორმაციას იურიდიული კომპანია ავრცელებს, რომელიც ქართველი მოჭადრაკის ინტერესებს იცავს.

"იურიდიული ფირმა BLB დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ „Netflix“-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება (საქართველოს დროით 25 იანვარს, 02:00 საათზე). საქმეს კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლე - ვირჯინია ა. ფილიპსი განიხილავს.

"ნონა გაფრინდაშვილის ქართველი და ამერიკელი იურისტების გუნდი მოუთმენლად ველით მოსამართლის გადაწყვეტილებას საქმის წარმოების გაგრძელების შესახებ. სასამართლოსგან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსი გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები