მოქალაქეები შშმ პირის მიმართ პოლიციელის ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოქალაქეთა საპროტესტო აქცია იმართება, აქციის მონაწილეები შშმ პირის მიმართ პოლიციელის ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ.

პარალელურად აქცია იმართებოდა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან.

შშმ პირი, 17 წლის არასრულწლოვანი, გუშინ ისნის მეტროში პოლიციელმა ცემა, კადრები არასრულწლოვანის მეგობარმა გადაიღო.  გავრცელებულ ვიოდეოჩანაწერში კარგად  ჩანს,  შშმ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის ამსახველი ფაქტი.

ყრუ-მუნჯთა კავშირის თავმჯდომარის მაია მეტონიძის განცხადებით,  ისნის მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირი ქუჩაში ცხოვრობს და მას თავშესაფარი არ აქვს.

შსს-ს ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.

უახლესი ამბები