კახა გოგოლაშვილი - რუსეთი შეეცდება, ისე მოაწყოს, თითქოს პროვოცირება უკრაინის მხრიდან მოდიოდა და იგივე სცენარი განავითაროს, რაც 2008 წელს საქართველოში

მგონია, რომ რუსეთი მაინც ვერ გაბედავს პირდაპირ აგრესიას, შეეცდება, ისე მოაწყოს, თითქოს პროვოცირება უკრაინის მხრიდან მოდიოდა, იგივე სცენარი განავითაროს,  რაც 2008 წელს საქართველოში,  - ამის შესახებ Front News-ს  ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, რონდელის ცენტრის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, რუსეთი დარწმუნდა,  რომ აგრესიის შემთხვევაში საკმაოდ დიდი ფასის გადახდა მოუწევს, შესაბამისად, მას შემოვლითი გზებით მოქმედება მოუწევს. 

"მგონია, რომ რუსეთი მაინც ვერ გაბედავს პირდაპირ აგრესიას, მართლაც ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის, როგორც დარწმუნდა ალბათ, უკვე, მაგრამ შეეცდება სხვა შემოვლითი გზებით მიაღწიოს მიზანს. შეეცდება, ისე მოაწყოს, თითქოს პროვოცირება უკრაინის მხრიდან მოდიოდა. მაგალითად,  საქართველოს სიტუაციას თუ გავიხსენებთ, 2008 წელს იმდენი ბომბეს და ბომბეს ჩვენი სოფლები, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალში ჯარის  შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რაც რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად, აგრესიად გამოაცხადა და თითქოს პროპორციული ზომების მისაღებად, მაგრამ ასიმეტრიული ზომები გამოუვიდა, შეტევა განახორციელა.  ახლაც შეიძლება იგივე სცენარის გათამაშებას შეეცადოს, რომ რაიმე პროვოკაცია განახორციელოს ვითომდა უკრაინის მხრიდან და საპასუხო ქმედების შემდეგ თავი იმართლოს,  ჩემი ბრალი არ არისო. სინამდვილეში,  ეს შეიძლება იყოს თავად რუსული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული", - განაცხადა გოგოლაშვილმა.   

მისივე განმარტებით, რუსეთი ამ ეტაპზე შესაძლოა, დონბასისა და ლუგანსკის ოკუპირებით დაკმაყოფილდეს. 

"შესაძლებელია,  დონბასსა და ლუგანსკში  მოახდინოს ინტერვენცია მოსახლეობის დაცვის სახელით. ამ შემთხვევაში მოელის, რომ დიპლომატიული გზებით მოილაპარაკებს და უფრო ნაკლებ სანქციებს მიიღებს", - აღნიშნა მან. 

კითხვაზე, რამდენად დასჯერდება რუსეთი მხოლოდ ცალკეული რეგიონის ოკუპირებას, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ რუსეთს დიდი ავანტიურისათვის რესურსები არ გააჩნია.

"იქმნება შთაბეჭილება,  რომ რუსეთი მზადაა, მთლიანად მოახდინოს უკრაინის ოკუპაცია, სინამდვილეში, ალბათ,  დათანხმდება ლუგანსკის და დონბასის ოკუპირებას. პროგრამა მაქსიმუმი კი არის უკრაინის ოკუპირება, მაგრამ ეს არაარეალისტური პროგრამა. ეს იქნება საშინელი ხარჯი, დაკარგული ადამიანური რესურსები. სულაც ავიაცია რომ გამოიყენოს და დაბომბოს უკრაინის ტერიტორია და მიწასთან გაასწოროს მისი ინფრასტრუქტურა და მერე შევიდეს ჯარით, წინააღმდეგობა მაინც იქნება უკრაინელების მხრიდან და მერე ამხელა ჯარის საოკუპაციო შენახვა და მისი მართვა უზარმაზარ რესურს საჭიროებს. რუსეთს დიდი ავანტიურისათვის რესურსები არ გააჩნია. ამ შემთხვევაში,  დათანხმდებოდა უფრო ნაკლებს - რომ დონბასი და ლუგანსკი აეღო, შეიძლება იქედან კიდევ იერიში მიიტანოს აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომ ყირიმთან ქონდეს გასასვლელი, მაგრამ ეს უკვე სხვა გეგმაა...  დონბასში მოსახლეობის მხარდაჭერაც ექნება, რადგან იქ ძირითადად, რუსი მოსახლეობაა ახლა დარჩენილი. შესაბამისად, მისი ოკუპირება და შემდეგ იქ წესრიგის დამყარება რუსეთისთვის ადვილი იქნება", - განაცხადა გოგოლაშვილმა. 

მისივე თქმით, რუსეთმა თუ მართლაც შეძლო უკრაინისათვის ტეტოტორიების წართმევა, ეს დასავლეთისთვის "სილის გაწვნა" იქნება. 

"დასავლეთი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი, რომ შეაკაოს რუსეთი.  უკრაინა უკვე იქცა რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ფრონტის ხაზად. მართალია, უკრაინა ნატოს წევრი არ არის, მაგრამ მისი დაჩაგვრა და სუვერენიტეტის შელახვა უკვე დასავლეთისთვის სერიოზულ დარტყმას ნიშნავს, მისი უსაფრთოებისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის. თუმცა, მხოლოდ უსაფრთოების საკითხი არაა, საუბარია ასევე პრესტიჟსა და ნდობაზე, სიძლიერეზე, ერთიანობაზე. თუ პუტინმა მოახერხა და უკრაინას ტერიტორიები წაართვა, ეს დასავლეთს დაასაუსტებს, ამიტომ დასავლეთის ქვეყნები მზად არიან რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიონ და არ დაუშვან რუსეთის გეგმის განხორციელება" , - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები