პარლამენტის ნდობის ჯგუფში სუს-ის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს

24 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფში უწყების მიერ 2021 წელს განხორცილებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენება წარადგინა. 

"ეს იყო მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ძალიან საინტერესო მოსმენა სუს-ის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. უწყების ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, ასევე ნაბიჯებზე, რაც მიზნად ისახავდა მათ პრევენციას და ნეიტრალიზაციას. მოხსენების შემდეგ, დავსვით კითხვები, რაზეც სამსახურის უფროსისგან მივიღეთ ამომწურავი პასუხები.

ვიმყოფებით საკმოად რთულ და კომპლექსურ უსაფრთხოების გარემოში, სადაც ერთის მხრივ, გვიწევს გავუმკლავდეთ ცვალებად საფრთხეებს, საქართველოს საზიანოდ მოქმედ სუბიექტებს, ხოლო მეორეს მხრივ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და განვამტკიცოთ ქვეყნის უსაფრთხოება. დიდია ის ძალისხმევა, რასაც ამ მიმართულებით უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს. უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული პროფესიონალების შრომა ხაზგასმას და დაფასებას იმსახურებს” - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ. 

ნდობის ჯგუფი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე საპარალამენტო კონტროლის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომელიც ზედამხედველობას სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით ახორციელებს.  პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უწყებები ნდობის ჯგუფს, ყოველწიურად, არაუგვიანეს 15 აპრილისა, წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენებას წარუდგენენ. 

2022 წელს, ნდობის ჯგუფის პირველი სხდომა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსმენას დაეთმო.

უახლესი ამბები