ლევან ხაბეიშვილი - მოვითხოვთ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის დასჯას და პროკურატურას მოვუწოდებ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება

თუ „ოცნების“ თანამდებობის პირი ხარ, შეგიძლია სარეკრეაციო ზონაში 8-სართულიანი კორპუსი ააშენო, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა  ლევან ხაბეიშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, კორპუსი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ  გიორგი შინჯიკაშვილმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა ააშენა, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მერიის დოკუმენტებში მიწა სარეკრეაციო ზონადაა მონიშნული. 

ლევან ხაბეიშვილი გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის დასჯას და თბილისის მერის კახა კალაძის გამოკითხვას მოითხოვს. ხაბეიშვილის თქმით, გასარკვევია ასევე, რა ნებართის საფუძველზე გასცა იუსტიციის სამინისტრომ საკუთრების ნებართვა. 

"ვარკეთილის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 8-სართულიანი კორპუსი უკანონოდ ააშენეს. მერიის 2019 წლის დოკუმენტებიდან ვკითხულობთ, რომ ეს სარეკრეაციო ზონაა და მხოლოდ ბულვარის ან სკვერის მოწყობა შეიძლება. არანაირი მშენებლობის ნებართვა არ გაუციათ. მხოლოდ  იმიტომ, რომ გიორგი შინჯიკაშვილი არის ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე მან და მისმა ბიზნეს პარტნიორმა რვასართულიანი შენობა ააშენეს.

ახლა, როდესაც ამ განცხადებას ვაკეთებ აფრიკის დასახლებაში აწიოკებენ ადამიანებს, ზამთარში დაუნგრიეს ერთადერთი თავშესაფარი სახლი, მაგრამ თუ „ოცნების“ თანამდებობის პირი ხარ, მაშინ შეგიძლია სარეკრეაციო ზონაში 8-სართულიანი კორპუსი ააშენო. ამ კორპუსის მშენებლობიდან 5 მილიონი ლარი მოიგო ამ თანამდებობის პირმა.

მოვითხოვთ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის დასჯას და პროკურატურას მოვუწოდებ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება. სასწრაფოდ უნდა მოხდეს კახა კალაძის მინიმუმ დაკითხვა, როგორ მოხდა, რომ მისი სამსახურიდან ვერცერთმა ვერ აღმოაჩინა 8-სართულიან კორპუსის მშენებლობა. სამშენებლო ნებართვის გარეშე იუსტიციის სახლს არ აქვს უფლება ადამიანებს დაუმტკიცოს ქონება და სახლები, თეა წულუკიანმა გასცა საკუთრების უფლება, ამიტომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია გამოძიება და ვაპირებ პირადად მივმართო პროკურატურას. მნიშვნელოვანია მშენებელსაც დამკვეთსაც და ხელისმომწერსაც მოეთხოვოს პასუხი ამ უკანონო კორპუსის მშენებლობაზე. ამის დემონტაჟი რომ ვერ მოხდება ცხადია, მაგრამ ბიუჯეტშია მილიონები დასაბრუნებელი და თანამდებობის პირები დასასჯელები“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები