შსს-თან და "ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციები იმართება

"არა მილიციას“ - ამ ლოზუნგით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციები იმართება.  

აქციის მონაწილეები არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ, რის გამოც ორი პოლიციელია დაკავებული. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები სისტემურ დანაშაულზე საუბრობენ და მის გაჯანსაღებას მოითხოვენ. 

"ორი პოლიციელის დაკავებით პრობლემა არსად წავა, რადგან ეს არის სისტემური დანაშაული. სისტემის თავში მყოფი მოძალადე ადამიანები მოძალადე პოლიციელებს უგზავნიან მესიჯს, რომ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, თქვენ შეგიძლიათ იძალადოთ ადამიანებზე და მე, სისტემის თავში მყოფი ადამიანი ამას გაპატიებთ, თავზე ხელს გადაგისვამთ, დროზე ადრე გაგიშვებთ. ეს არის დაუშვებელი და  ჩვენ აქ ვდგავართ იმიტომ,  რომ ვუთხრათ ამ სისტემას, რომ აღარ დავუშვებთ ამას" , - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა შუშანა მაცაბარიძემ. 

სამართალდამცველებს შს სამინისტროს შენობასთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. ისინი  აქციის მონაწილეებს სტიკერების - "არა მილიციას" გაკვრის შესაძლებლობას არ აძლევენ. სიტუაცია შს სამინისტროსთან რამდენჯერმე დაიძაბა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები