ხორვატიის პრეზიდენტის განცხადების გამო უკრაინის საგარეო უწყებაში ხორვატიის ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის ელჩი ანიცა ჟამიჩი დაიბარეს. ამის მიზეზი ხორვატიის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ხორვატია მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებიდან. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

"ხორვატიის პრეზიდენტმა გამოავლინა უარყოფითი დამოკიდებულება და უმადურობა იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაიღო. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს უმადურობა მისი პიროვნული თვისებაა და არ ვრცელდება ხორვატიის ხალხზე, რომელთანაც ჩვენ მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა გვაკავშირებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები