თბილისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში საპროტესტო აქციები იმართება

თბილისში,  გორში,  ბათუმში,  ზუგდიდსა და თელავში საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ და მომხდარზე პირველი პირების პასუხისმგებლობას ითხოვენ. 

თბილისში საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარეობს.

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტები სამხარეო პოლიციის შენობასთან არიან შეკრებილი, მათ განცხადებით, სისტემა არის ძალადობრივი, რაც უნდა შეიცვალოს.

სამხარეო პოლიციასთან არიან შეკრებილი აქციის მონაწილეები გორშიც. პოლიციელების ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ თელავშიც, სადაც აქცია ასევე სამხარეო პოლიციის შენობასთან იმართება.  

ბათუმში კი ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები მთავრობის სახლთან მივიდნენ. მათი განცხადებით,  კრინიმალი და პოლიცია ალიანსში არიან მოქალაქეების წინააღმდეგ, ხელისუფლება მათ არჩევნებისათვის იყენებს, რითაც ძალაუფლებას ინარჩუნებს.

უახლესი ამბები