ირაკლი ქადაგიშვილი - ვინც გინდა იმან თქვას, მე ამ პოზიციას დავიცავ, რას ჰქვია ტირანიაა საქართველოში

საქართველოში არანაირი ავტოკრატია და ტირანია არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომ მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

"საქართველოში ავტოკრატია ვერ დამყარდება, არ დამყარდება. ჩვენ, ერთადერთი საფრთხე, რაც გაგვაჩნია იქიდან, რომ რუსული აგრესია უნდა იყოს კოლექტიური ურთიერთთანადგომით დაძლეული, უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივ განვითარებასთან ერთად ეკონომიკური ვითარების წინსვლა.

თქვენ წარმოგიდგენიათ ტირანია რა არის? ტირანიაზე არ ლაპარაკობენ პუტინზე და აქ ვისზე ლაპარაკობენ. საქართველოში არანაირი ავტოკრატია და ტირანია არ არსებობს, ვინც გინდა იმან თქვას, მე ამ პოზიციას დავიცავ, რას ჰქვია ტირანიაა საქართველოში",- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები