მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქართულ პოლიციაში შეღწეული არაადამიანების ბანდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციელის მიერ არასრუწლოვანზე ძალადობას და ამასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

"მივესალმები საზოგადოების გამოღვიძებას ძალადობისა და ხელისუფლების თავაშვებულობის წინააღმდეგ. სოლიდარობის აქციების ტალღა, რომელმაც დღეს გადაუარა საქართველოს, აჩვენებს, რომ ჩვენ უბრალოდ მოსახლეობა კი არ ვართ, არამედ საზოგადოება. ძალიან ბევრი საინტერესო ლიდერი გამოჩნდა, განსაკუთრებით ქალები. 

პოლიციაში და პენიტენციურ სისტემაში ძალაუფლება აქვთ მოძალადეებს. არასდროს დამავიწყდება გორის ჰოსპიტალში ღამის 12 საათზე ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფს საწოლში ბადრაგის 6 თანამშრომელი ვითომ საათის წასართმევად რომ დამახტა. მათი მეთაური განსაკუთრებით აქტიურობდა. მახსოვს მისი სიძულვილით აღსავსე მხეცის თვალები, სხვები აშკარად თავს არიდებდნენ ბრძანების შესრულებას და ეს უყვიროდა, რა დოყლაპიებივით დგახართ, გადაუგრიხეთ ხელი, გაინძერითო. თან ჩემზე ამბობდა, შეხედე, რამხელა ძალა ჰქონია, ჩვენ კი გვატყუებს, ვითომ ცუდადააო. 

აი, ასეთი ცოფიანი ქოფაკები გამოზარდა ოლიგარქმა. ემანდ ფრთხილად იყოს, ის ხელი არ მოაჭამონ, რომლითაც ამათ აჭმევს. ცოფი და სიძულვილი მაინც მძიმე დაავადებაა. 

ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან შევიტყვე, რომ ჩემი საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია. ეს ნიშნავს, რომ "მთავრობამ" იცის, რომ დანაშაული ჩაიდინა და კვალი წაშალა. არაუშავს, მაინც არაფერი დაიმალება!

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც შეესწრებიან პოლიციელებისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას, გადაიღონ და თუ თვითონ ეშინიათ გავრცელების, ტელევიზიებს და ცნობილ აქტივისტებს გადაუგზავნონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქართულ პოლიციაში შეღწეული არაადამიანების ბანდა. ეს უნდა გავაკეთოთ თუნდაც იმიტომ, რომ სისტემაში კიდევ დარჩენილ წესიერ პოლიციელებს მივცეთ მეორე შანსი, ემსახურონ საქართველოს. ასევე, ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ამ წესიერ პოლიციელებთან, რომ ბოლომდე არ ჩაყვნენ ივანიშვილს”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები