ხათუნა სამნიძე - როგორც ჩანს, მიიღეს მითითება და დილით შეთანხმებული ტექსტი შეიცვალა

როგორც ჩანს,  მიიღეს მითითება და დილით შეთანხმებული ტექსტი შეიცვალა, - ამის შესახებ  "რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ  უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმოდგენილ ტექსტს „რესპუბლიკური პარტია“ არ შეუერთდება, ოპოზიცია კი გამართავს კონსულტაციებს მომავალ ნაბიჯებთან დაკაშირებით. 

"როგორც იცით,  მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, იქედან გამომდინარე, დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა "ქართულმა ოცნებამ",  წარმოადგინა საკუთარი ვერსია, იქ გათვალისწინებული იყო ოპოზიციის მოთხოვნები და კომენტარები.  ვთქვი, თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ, რადგან პრინციპული საკითხები შეთანხმებულია. როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა, როგორც ახასიათებს "ქართულ ოცნებას", რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ დგამს ნაბიჯებს, როგორც ჩანს,  მიიღეს მითითება.  სხვანაირად ამას ვერ ვხსნი, რადგან კონკრეტული არგუმენტები "ქართული ოცნებიდან" არ მომისმენია და ის ტექსტი, რომელიც დილით იყო შეთანხმებული, შეიცვალა.

ამ რეზოლუციის თანაავტორი "რესპუბლიკური პარტია“ არ იქნება, როგორც მოიქცევა დანარჩენი ოპოზიცია, ამაზე მოვილაპარაკებთ. "ოცნება" ამ პროექტს დააინიცირებს საკუთარი ინიციატივით", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

საქართველოს პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გეგმავდა, შესაბამისი ტექსტი დილით დეპუტატებმა შეაჯერეს, დარჩენილი იყო  სარედაქციო საკითხები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები